ცსკა-ს მორიგი მარცხი - შენგელიას 8 ქულა და 5 ფოლი[VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის მე-5 ტურში ცსკა ბელგრადში ოვერტაიმში 84:86 დამარცხდა "ცრვენა ზვეზდასთან". რუსული მედია წაგებას მიკერძოებულ მსაჯობას აბრალებს და აღნიშნავს, რომ მატჩამდე თორნიკე შენგელია ჯანმრთელად არ იყო.

შენგელიას თამაში სასტარტო ხუთეულში არ დაუწყია, 21:02 წუთში 8 ქულა (1-დან 1 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 6-დან 3 საჯარიმო ), 4 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, 2-ჯერ დაკარგა ბურთი, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 11 გახლდათ. მან ოვერტაიმში მეხუთე პერსონალური შენიშვნა მიიღო და პარკეტის დატოვება მოუწია.

არმიულ გუნდს 29 ქულით დანიელ ჰეკეტი შეეწია,
რომლის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 39 შეადგინა. ჯორდან ლოიდმა სერბულ გუნდს 31 ქულა შესძინა.

ცსკა 2 მოგებით მე-12 ადგილზეა და 29 ოქტომბერს "ვალენსიას" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 16 /
რაც ბევრს წაგება ეცალა და გამყიდველი თორნიკე მით უკეთესი იქნება მალე ჩამოაგდებენ მაგ გუნდიდან ნაკრებში მაინც არ თამაშობდა ბოლო ხანებსი
ამირან
10:06 24-10-2020
3
ამისტვის გაყიდე სამშობლოი, დარჩი ცეესკაში, ვაბშცე მოსკოვში დარჩი....
srna
01:42 24-10-2020
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული