შერმადინს ვერ აჩერებენ - ყოფილ გუნდთანაც გაიბრწყინა

AutoSharing Option
ჩინებულ სეზონს ატარებს საქართველოს ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი, ის თითქმის ყოველ მატჩში საუკეთესოა და მისმა გუნდმა ესპანეთის ჩემპიონტზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

ლიგა ენდესას მე-7 ტურში "იბეროსტარმა" სტუმრად 86:79 სძლია შერმადინის ყოფილ გუნდ "უნიკახას".

გიორგიმ 27:24 წუთში 22 ქულა (8-დან 8 ორქულიანი, 7-დან 6 საჯარიმო), 7 მოხსნა, 3 პასი და 2 დაფარება მიითვალა და სარგებლიანობის 32-იანი კოეფიციენტით კვლავ MVP გახდა.

"იბეროსტარი" 6 მოგებით ლიდერია (1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული) და 31 ოქტომბერს "გრან კანარიას" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ყოჩაღ გიო!!! მართლაც გამორჩეული ბიჭი ხარ, მაგრამ საწმუხაროდ ჩვენგან გულშემატკივრისგან და სპეციალისტებისგანაც სათანადოდ დაფასება არ გაქვს! მერამდენე წელია მაღალ დონეზე ასოარეზობ და კიდევ უფრო უმატებ! ეს არის ჭკვიანი მწვრთნელის დიდი მადსახურება! ნეტა ზუროსს გადაელახა რაღაც ფაქტორები და ევროპაზე ფორმიდან ამოვარდნილ ზაზაზე არ აეწყო თამაშები, გაცილებით უკეთესს შედეგს მივაღწევდით! წარმატებები გიო შერმადინს!
პაატა
18:56 25-10-2020
2
ყოჩაღ გიო, ნიჭიერო, მშრომელო და თავმდაბალო ადამიანო! შენ უნდა იყო ჩვენი ნაკრების კაპიტანი. ამას იმსახურებ. შერმა კაპიტნად!
არტ
23:52 25-10-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული