თორნიკე შენგელიამ "ენისეის" 16 ქულა ჩაუგდო

AutoSharing Option
VTB ლიგის მეექვსე ტურში ცსკა-მ მოსკოვში კრასნოიარსკის "ენისეი" 109:60 გაანადგურა.

თორნიკე შენგელიამ 18:10 წუთში 16 ქულა (5-დან 3 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი, 6-დან 4 საჯარიმო), 2 მოხსნა, 6 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. მან 2-ჯერ დაკარგა ბურთი.

არმიულ გუნდში შენგელიაზე შედეგიანი 18 ქულით მხოლოდ ივან უხოვი იყო. ყველაზე მეტი კი სტუმართა გუნდის კალათბურთელმა მიხაილ კულაგინმა ჩააგდო - 21.

ცსკა-მ 5 ჩატარებული მატჩიდან 4 მოიგო და მე-4 ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
სწორ ირაკლის: 49 ქულით მოგებულ თამაშში 16 ქულა გააკეთა და -15 დაისვა...მაგრად უბერავს ძმაო, მაგრად;)))
პაატა
19:38 01-11-2020
10
მიდი თოკო უბერე არასწორების ჯინზე
irakli
19:11 01-11-2020
21

სიახლეები პოპულარული