ლამაზი კომბინაცია და შენგელიას "ჩატენვა" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთიანი VTB ლიგის მეექვსე ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა "ხიმკისთან" 78:86 დამარცხდა.

შენგელიამ 25:28 წუთში 10 ქულა (7-დან 3 ორქულიანი, 3-დან 0 სამიანი, 4-დან 4 საჯარიმო), 6 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა და 2-ჯერ დაკარგა ბურთი.

28 ქულით მატჩის ბომბარდირი ხიმკელი გრეგ მონრო იყო, ხოლო მათ ლიდერ ალექსეი შვედს თამაში არ წაუვიდა და მხოლოდ 7 ქულა ჩააგდო. არმიელთაგან ყველაზე მეტი, 20 ქულა მაიკ ჯეიმსმა ჩააგდო.

ცსკა 4 მოგებით მე-3 ადგილზეა და 22 ნოემბერს პერმში "პარმას" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
შენგელია ნანობს... რა მინდოდა ამ თარს კლუბში(ცსკაში),მაგრამ უკვე გვიანია...
1
მაინტერესებს-- პროფესიონალ კალათბურთელს,რომელიც წელიწადში რამოდენიმეჯერ ბასკონიათი ხვდები ევროპის საუკეთესო გუნდებს და კალათბურთელებს რეალს და ბარსას.... ეთამაშები და ხშირად უგებ ხარ გუნდის ლიდერი და უყვარხარ ხალხს, შანსი გაქ ამ გუნდებში გადასვლის და ბარსა რეალს ვგულისხმობ.....
და ამ დროს გადადიხარ კოლხოზად ცსკა-ში და ეთამაშები ვიღაც მუჟიკებს რომლებიც გაანადგურებენ ყველა თამაშში... რა ქვია ამას???
პარლამენტში მაინც შევსულიყავი შე კაცო...:):)
სპორტ ფაზა
10:58 10-11-2020
2

სიახლეები პოპულარული