მოსკოვში გამართული დაძაბული, დრამატული მატჩი, რომლის ბედიც ბოლო წუთზე გადაწყდა, ცსკა-მ 89:86 მოიგო. პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლები 12 ქულით იგებდნენ, თუმცა ესპანურმა გუნდმა მატჩის მიწურულს მოსაგებად გაიწია. 71:82 ჩამორჩენილმა ბასკონიელებმა გაქცევა მოაწყვეს და შეხვედრის ბოლო წუთზე ანგარიში გაათანაბრეს – 82:82. შეხვედრის დასრულებამდე დარჩენილ 40 წამში მოსკოველები გონს მოეგნენ და თამაშის სასურველი
შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 27:11 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 5-დან 4 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 4-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მთლიანობაში თორნიკემ 12 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. პასივში 4 დაკარგვა და ამდენივე ჯარიმა ჰქონდა. შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტმა 15 შეადგინა და ის ამ მაჩვენებელში თანაგუნდელთაგან მხოლოდ დარუნ ჰილარდს ჩამორჩა, რომელმაც თავი 31 ქულას მოუყარა. ბასკონიაში 19 ქულით საუკეთესო იყო იუსუფა ფოლი, ჰიეირა ანრიმ 17 ქულა მოაგროვა.
5 მოგებითა და 3 მარცხით ცსკა 18-გუნდიან ევროლიგაში მე-4 ადგილზეა. მომდევნო მატჩს მოსკოველები ლიეტუვაში, კაუნასის “ჟალგირისთან” გამართავენ.
GBF.GE