"ტენერიფემ" "მანრესას" სტუმრად მოუგო, შერმადინი ისევ საუკეთესოა

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება მოიპოვა გიორგი შერმადინის “ტენერიფე იბეროსტარმა”. კუნძულელებმა გასვლაზე “მანრესა” დაამარცხეს – 88:80. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ქართველი ცენტრი გახდა, რომელიც ოქტომბრის თვის MVP-ის ტიტულის მფლობელია.

შერმადინმა ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ითამაშა. მოედანზე გატარებულ 27:27 წუთში ქართველმა ლეგიონერმა 18 ქულა, 5 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 1 პასი მიითვალა. შერმადინი 3-ჯერ დაჯარიმდა და ბურთიც 3-ჯერ დაკარგა. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 22 შეადგინა, რაც მოედანზე მყოფთაგან საუკეთესო შედეგი გახლდათ და ქართველი ცენტრი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

8 მოგებითა და 1 მარცხით “ტენერიფე იბეროსტარი”
ცხრილში მეორე ადგილზეა და მხოლოდ 10-დან 10 მოგების მქონე “ბარსელონას” ჩამორჩება. ესპანური ლიგის მორიგ მატჩს ტენერიფელები 22 ნოემბერს, “ვალენსიასთან” სტუმრად ჩაატარებენ.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 2 /
მაგრად გვიხარია ევროპაში საუკეთესო ცენტრია წარმატებები პირადი მწვრთნელი უნდა აიყვანო ნბა-ს გამოცდილებით რაღაც ნიუნსებს დახვეწავ და ნბას კარიც გაიღება
კახა
13 ნოემბერი 2020 19:53
1
მიდი გიო, ძალიან მომატებული გაქვს და ლიდერად ჩამოყალიბდი. შერმადინი ნაკრების კაპიტნად!
არტ
13 ნოემბერი 2020 18:59
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული