თორნიკეს არადამაჯერებელი თამაში და ცსკა-ს გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის გათამაშებაში გამარჯვება მოიპოვა მოსკოვის ცსკა-მ, რომლის ღირსებასაც ქართველი ფორვარდი თორნიკე შენგელია იცავს. შეხვედრა კაუნასში გაიმართა და არმიელთა გამარჯვებით – 87:78 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო ხუთეულში იყო და 25:24 წუთში გუნდს 7 ქულა, 1 მოხსნა, 4 პასი და 3 ჩაჭრა შესძინა. მატჩში საუკეთესო სტუმართა გამთამაშებელი მაიკ ჯეიმსი იყო 27 ქულით. სწორედ მაიკ ჯეიმსის სამქულიანმა გადაწყვიტა თამაშის ბედი ბოლო წუთზე.

6 მოგებითა და 3 მარცხით ცსკა 18-გუნდიან ევროლიგაში მე-3 ადგილზეა და მომდევნო ტურში მეორეზე მყოფ მიუნხენის “ბაიერნს” 19 ნოემბერს ეთამაშება.

წყარო http://gbf.ge/


მკითხველის კომენტარები / 6 /
სამხედრო ფორმა უკვე შეუკერეს?
ILIA
11:33 18-11-2020
6
ხალხის განაწყენებას ძალა აქვს. ვერ იქნები ბედნიერი და წარმატებული იქ, სადაც შენს ხალხს არ უნდათ რომ იყო! იმათაც გადაიკიდებ და ხალხსაც.
lasha-გიორგი
12:28 18-11-2020
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული