თორნიკე შენგელია ცსკა-ს "ბაიერნთან" 6 ქულით შეეწია

AutoSharing Option
ევროლიგის მე-10 ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ სტუმრად 89:81 დაამარცხა "ბაიერნი".

შენგელიამ 19:13 წუთში 6 ქულა (3-დან 1 ორქულიანი, 2-დან 0 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო), 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა და 2-ჯერ დაკარგა ბურთი, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 3 იყო.

25 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე არმიელი მაიკ ჯეიმსი გახდა, ხოლო ბავარიული გუნდიდან ყველაზე მეტი, 19 ქულა უეიდ ბოლდუინმა ჩააგდო. მარგი ქმედების 29-იანი კოეფიციენტით მატჩის MVP ცსკა-ს ცენტრი ნიკოლა მილუტინოვი გახდა.

ცსკა 7 მოგებით მე-3 ადგილზეა და 26
ნოემბერს "რეალს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
მრცხვენია რომ ჩემი მოგვარე ხარ,სახე დაკარგე სამუდამოდ
Smouk
03:49 20-11-2020
9
რა გინდოდა ცსკაში. ამით დაამთავრე შენი კარიერა
გია
10:23 20-11-2020
5

სიახლეები პოპულარული