ევროლიგის მე-10 ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ სტუმრად 89:81 დაამარცხა "ბაიერნი".
შენგელიამ 19:13 წუთში 6 ქულა (3-დან 1 ორქულიანი, 2-დან 0 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო), 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა და 2-ჯერ დაკარგა ბურთი, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 3 იყო.
25 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე არმიელი მაიკ ჯეიმსი გახდა, ხოლო ბავარიული გუნდიდან ყველაზე მეტი, 19 ქულა უეიდ ბოლდუინმა ჩააგდო. მარგი ქმედების 29-იანი კოეფიციენტით მატჩის MVP ცსკა-ს ცენტრი ნიკოლა მილუტინოვი გახდა.
ცსკა 7 მოგებით მე-3 ადგილზეა და 26
ნოემბერს "რეალს" უმასპინძლებს.