ერთიანი VTB-ლიგის მერვე ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ პერმში "პარმა" 95:61 დაამარცხა.
შენგელიამ ვერც ამჯერად იასპარეზა დამაჯერებლად - მან თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და 17:51 წუთში 4 ქულა (7-დან 2 ორქულიანი, 2-დან 0 სამქულიანი), 3 მოხსნა და 2 პასი მიითვალა და ერთხელ დაკარგა ბურთი.
16-16 ქულით ყველაზე შედეგიანები მაიკ ჯეიმსი (ცსკა) და ადას იაშკიავიჩიუსი (პარმა) იყვნენ.
დედაქალაქურმა გუნდმა 7 ჩატარებულ მატჩში 5 გამარჯვება მოიპოვა, მეოთხე ადგილზეა და 12 დეკემბერს სტუმრად "ცმოკი-მინსკს" დაუპირისპირდება, იქამდე კი 26 ნოემბერს ევროლიგაზე "რეალს" უმასპინძლებს.
რამდენ ქართველს გაუტეხე გული ოკუპანტის არმიაში გადაბარგებით.
ჰოდა, ცოდვებმა გიწია, ჯიგარო!
ჯერ სად ხარ!