თორნიკე შენგელიას ცსკა-ში თამაში არ მისდის

AutoSharing Option
ერთიანი VTB-ლიგის მერვე ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ პერმში "პარმა" 95:61 დაამარცხა.

შენგელიამ ვერც ამჯერად იასპარეზა დამაჯერებლად - მან თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და 17:51 წუთში 4 ქულა (7-დან 2 ორქულიანი, 2-დან 0 სამქულიანი), 3 მოხსნა და 2 პასი მიითვალა და ერთხელ დაკარგა ბურთი.

16-16 ქულით ყველაზე შედეგიანები მაიკ ჯეიმსი (ცსკა) და ადას იაშკიავიჩიუსი (პარმა) იყვნენ.

დედაქალაქურმა გუნდმა 7 ჩატარებულ მატჩში 5 გამარჯვება მოიპოვა, მეოთხე ადგილზეა და 12 დეკემბერს სტუმრად "ცმოკი-მინსკს" დაუპირისპირდება, იქამდე კი 26 ნოემბერს ევროლიგაზე "რეალს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
სამაგიეროდ ხელფასს ხომ იღებს ბევრს
ტოტტი
13:43 23-11-2020
1
ვაი, სირცხვილო, რუსეთი ქართველი სპორტსმენებისათვის სპილოების სასაფლაო!
ზურაბი
09:49 23-11-2020
2

სიახლეები პოპულარული