ლიგა ენდესას მე-12 ტურში გიორგი შერმადინის "ტენერიფემ" 107:62 გაანადგურა "მონბუსი".
შეხვედრის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, ამიტომ მწვრთნელმა საქართველოს ნაკრებიდან დაბრუნებული ცენტრი არ დატვირთა, თუმცა 17:18 წუთში 18 ქულა (7-დან 6 ორქულიანი და 6-დან საჯარიმო ), 6 მოხსნა და 3 პასი მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 27 იყო და მატჩის MVP გახდა.
"ტენერიფე" 11 მოგებით მეორე ადგილზეა და 12 დეკემბერს "ბურგოსს" უმასპინძლებს.