ევროლიგის მე-13 ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ აუტსაიდერი "ხიმკი" 96:87 დაამარცხა.
შენგელია სასტარტოში იყო და 19:16 წუთში 5 ქულა (6-დან 2 ორქულიანი, 1-დან 0 სამიანი, 1-დან 1 საჯარიმო), 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 3 იყო.
ნამდვილი ბენეფისი მოიწყო მაიკ ჯეიმსმა, რომელმაც 33 წუთში 36 ქულა, 9 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. აღსანიშნავია, რომ ამერიკელმა 7 ნატყორცნი 3-ქულიანიდან 6 ჩააგდო.
"ხიმკის" რიგებში ალექსეი შვედი გამოირჩა, რომელმაც 39 წუთში 26 ქულა, 3 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.
ცსკა-მ ტურნირზე ზედიზედ მერვე გამარჯვება იზეიმა, 10 მოგებით ლიდერია და 15 დეკემბერს "ანადოლუ ეფესს" უმასპინძლებს.