შენგელიას 5 და ჯეიმსის 36 ქულა ქულა "ხიმკისთან" - ცსკა ევროლიგის ლიდერია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის მე-13 ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ აუტსაიდერი "ხიმკი" 96:87 დაამარცხა.

შენგელია სასტარტოში იყო და 19:16 წუთში 5 ქულა (6-დან 2 ორქულიანი, 1-დან 0 სამიანი, 1-დან 1 საჯარიმო), 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 3 იყო.

ნამდვილი ბენეფისი მოიწყო მაიკ ჯეიმსმა, რომელმაც 33 წუთში 36 ქულა, 9 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. აღსანიშნავია, რომ ამერიკელმა 7 ნატყორცნი 3-ქულიანიდან 6 ჩააგდო.

"ხიმკის" რიგებში ალექსეი შვედი გამოირჩა, რომელმაც 39 წუთში 26 ქულა, 3 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. 

ცსკა-მ ტურნირზე ზედიზედ მერვე გამარჯვება იზეიმა, 10 მოგებით ლიდერია და 15 დეკემბერს "ანადოლუ ეფესს" უმასპინძლებს.

altშენგელიამ "ოლიმპიაკოსს" 10 ქულა ჩაუგდო - ცსკა გალიდერდა

მკითხველის კომენტარები / 7 /
თოკო შენ გენაცვალე, რაღაც პრობლემები გაქ აშკარად მაგრამ არაუშავს,ნაკრებშიც გქონდა ბევრი შეცდომა, დაკარგვა, აცილება, ვიცი გამოასწორებ აუცილებლად, ჩვენ ყველა შენი გულშემატკივრები ვართ და არა ცეეკასი. ტიტულს გისურვებ ცეესკას რიგებში მერე კი აუცილებლად გექნება შემოთავაზება მაკაბი ფენერი ბარსა რეალი ან ბასკონიადან, ჩვენ ყველას გვინდა რო MBA წახვიდე და იქნებადა წახვიდე)) ნუ მოკლედ ეგ შენი გადასაწყვეტია, რატომღაც მგონია რო შენ თვითონ კითხულობ კომენტარებს
gio gio
12:03 12-12-2020
5
როგორც ვატყობ, მალე ძირითადიდან ამოვარდება.
zurab
11:37 12-12-2020
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული