შენგელიას 5 და ჯეიმსის 36 ქულა ქულა "ხიმკისთან" - ცსკა ევროლიგის ლიდერია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის მე-13 ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ აუტსაიდერი "ხიმკი" 96:87 დაამარცხა.

შენგელია სასტარტოში იყო და 19:16 წუთში 5 ქულა (6-დან 2 ორქულიანი, 1-დან 0 სამიანი, 1-დან 1 საჯარიმო), 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 3 იყო.

ნამდვილი ბენეფისი მოიწყო მაიკ ჯეიმსმა, რომელმაც 33 წუთში 36 ქულა, 9 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. აღსანიშნავია, რომ ამერიკელმა 7 ნატყორცნი 3-ქულიანიდან 6 ჩააგდო.

"ხიმკის" რიგებში ალექსეი შვედი გამოირჩა, რომელმაც 39 წუთში 26 ქულა, 3 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. 

ცსკა-მ ტურნირზე ზედიზედ მერვე გამარჯვება იზეიმა, 10 მოგებით ლიდერია და 15 დეკემბერს "ანადოლუ ეფესს" უმასპინძლებს.

altშენგელიამ "ოლიმპიაკოსს" 10 ქულა ჩაუგდო - ცსკა გალიდერდა

მკითხველის კომენტარები / 7 /
რატომ უნდა იყოს საქართველოს ნაკრების კაპიტანი შენგელია? ნაკრების საუკეთესო მოთამაშე შერმადინია, ამ მომენტისთვის მას ბითაძეც ჯობია და მამუკელაშვილიც მაგრად უმატებს ამ ბოლი დროს. ცეესკას წევრი საერთოდ არ უნდა იყოს ჩვენი ნაკრების კაპიტანი და მითუმეტეს ცეესკას 5 მაქსიმუმ 10 ქულიანი წევრი ხომ საერთოდ! შეურაცმყოფელია ეს საქართველოსათვის!
არტ
12 დეკემბერი 2020 18:28
14
არავითარი ,,თოკო", ის თორნიკეა და ჯიგარია, მიდი მიაწე, შენ ყველაფერი გამოგივა.
ლევანი
12 დეკემბერი 2020 17:59
8
ეს არის უაზროდ ბევრ ფულს რომ გაეკიდბი. რა არ გაწყობდა ბასკონიაში? მეფესავით იყავი !!!!! ესეც შენი ცსკა. მაქედან კი არა ნაკრების ძირითადინადაც ამოვარდები
rt
12 დეკემბერი 2020 14:12
14
თოკო შენ გენაცვალე, რაღაც პრობლემები გაქ აშკარად მაგრამ არაუშავს,ნაკრებშიც გქონდა ბევრი შეცდომა, დაკარგვა, აცილება, ვიცი გამოასწორებ აუცილებლად, ჩვენ ყველა შენი გულშემატკივრები ვართ და არა ცეეკასი. ტიტულს გისურვებ ცეესკას რიგებში მერე კი აუცილებლად გექნება შემოთავაზება მაკაბი ფენერი ბარსა რეალი ან ბასკონიადან, ჩვენ ყველას გვინდა რო MBA წახვიდე და იქნებადა წახვიდე)) ნუ მოკლედ ეგ შენი გადასაწყვეტია, რატომღაც მგონია რო შენ თვითონ კითხულობ კომენტარებს
gio gio
12 დეკემბერი 2020 12:03
5
ნაკრებშიც ფეხმტკივანმა ითამაშა და იმიტომ დატვირთეს მეორე თამაშში,ნაკლებად.მხოლოდ გადმწყვეტ მომენტებში შეჰყავდა ზუროსს.
სოსო
12 დეკემბერი 2020 16:00
3
როგორც ვატყობ, მალე ძირითადიდან ამოვარდება.
zurab
12 დეკემბერი 2020 11:37
7
ძალინ დიდ პატივს ვცემ ჩვენს თორნიკეს, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ცესკ-ში მენტალურ ლიდერად მიიყვანეს, ჯერ-ჯერობით აშკარად ვერ გაქაჩა. არამც თუ ლიდერობა, თავისი ჩვეულებრივი თამაშის აჩრდილიც აღარ არის. იმედი მაქვს სეზონის დამთავრებამდე ან ათამაშდება ან მოუწევს იტალიაში, საბერძნეთში თუ სხვაგან გადაბარგება.
aburjga
12 დეკემბერი 2020 10:28
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული