შენგელიას 5 და ჯეიმსის 36 ქულა ქულა "ხიმკისთან" - ცსკა ევროლიგის ლიდერია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის მე-13 ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ აუტსაიდერი "ხიმკი" 96:87 დაამარცხა.

შენგელია სასტარტოში იყო და 19:16 წუთში 5 ქულა (6-დან 2 ორქულიანი, 1-დან 0 სამიანი, 1-დან 1 საჯარიმო), 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 3 იყო.

ნამდვილი ბენეფისი მოიწყო მაიკ ჯეიმსმა, რომელმაც 33 წუთში 36 ქულა, 9 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. აღსანიშნავია, რომ ამერიკელმა 7 ნატყორცნი 3-ქულიანიდან 6 ჩააგდო.

"ხიმკის" რიგებში ალექსეი შვედი გამოირჩა, რომელმაც 39 წუთში 26 ქულა, 3 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. 

ცსკა-მ ტურნირზე ზედიზედ მერვე გამარჯვება იზეიმა, 10 მოგებით ლიდერია და 15 დეკემბერს "ანადოლუ ეფესს" უმასპინძლებს.

altშენგელიამ "ოლიმპიაკოსს" 10 ქულა ჩაუგდო - ცსკა გალიდერდა

მკითხველის კომენტარები / 7 /
რატომ უნდა იყოს საქართველოს ნაკრების კაპიტანი შენგელია? ნაკრების საუკეთესო მოთამაშე შერმადინია, ამ მომენტისთვის მას ბითაძეც ჯობია და მამუკელაშვილიც მაგრად უმატებს ამ ბოლი დროს. ცეესკას წევრი საერთოდ არ უნდა იყოს ჩვენი ნაკრების კაპიტანი და მითუმეტეს ცეესკას 5 მაქსიმუმ 10 ქულიანი წევრი ხომ საერთოდ! შეურაცმყოფელია ეს საქართველოსათვის!
არტ
18:28 12-12-2020
14
არავითარი ,,თოკო", ის თორნიკეა და ჯიგარია, მიდი მიაწე, შენ ყველაფერი გამოგივა.
ლევანი
17:59 12-12-2020
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული