შეუჩერებელი შერმადინი და "ტენერიფე": 21 ქულა "ბურგოსთან" და მე-12 გამარჯვება სეზონში

AutoSharing Option
გიორგი შერმადინის წინამძღოლობით "ტენერიფე იბეროსტარმა" მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ტენერიფელებმა "ბურგოს ჰერედას" უმასპინძლეს, რომლის ერთ-ერთი ლიდერი საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი ლეგიონერი თად მაკფადენია. შეხვედრა ტენერიფელთა გამარჯვებით - 84:79 დასრულდა, რითაც წარმატებით გაგრელდა კუნძულელთა ტრიუმფალური სვლა ესპანეთის ჩემპიონატში, სადაც შერმადინის გუნდს უკვე 12 მოგება და მხოლოდ 1 მარცხი აქვს.

შერმადინი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მან ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 29 წუთში 21 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 9-დან 6 ორქულიანი და 10-დან 9 საჯარიმო ჩააგდო. შერმადინმა
ბურთი ერთხელ დაკარგა, 1 ჯარიმა მიიღო და მასზე მეტოქეები 7-ჯერ დაჯარიმდნენ.

ქართველი ფორვარდის სარგებლიანობის ინდექსმა 30 შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი გახლდათ. რაც შეეხება მაკფადენს, მას თამაში არ წაუვიდა. არასრულ 23 წუთში მაკფადენმა 7 ქულა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ბურგოსელთა შორის საუკეთესო დეიან კრავიჩი იყო 18 ქულითა და 11 მოხსნით.

13 მატჩიდან 12 გამარჯვებით "ტენერიფე" მე-2 ადგილზეა. შემდეგ ტურში, 20 დეკემბერს, შერმადინის გუნდი სტუმრად "ბასკონიას" შეხვდება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 1 /
გიორგი წინ კიდევ უფრო დიდ წარმატებებისკენ. გაიხარე და იმრავალჟამიერე.
გიზოგ
22:45 13-12-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული