სანდრო მამუკელაშვილის მორიგი აღიარება

AutoSharing Option
სტუდენტური ლიგის, BIG EAST-ის კონფერენციამ კვირის ნომინანტები დაასახელა. 21 წლის სანდრო მამუკელაშვილი, რომელიც “სეტონ ჰოლის” ღირსებას იცავს, კვირის სიმბოლურ ნაკრებში, BIG EAST Honor Roll-ში მოხვდა, რაც ქართველი ფორვარდის ზედიზედ მეორე აღიარებაა. ის წინა კვირის სიმბოლურ ხუთეულშიც მოხვდა.

“ჩააგდო კარიერის საუკეთესო, 32 ქულა. "სენტ ჯონსთან" მოგებულ მატჩში მის ანგარიშზე 9 მოხსნაცაა. კვირის ორ მატჩში საშუალოდ 19 ქულასა და 7 მოხსნას აკეთებდა. "სეტონ ჰოლმა" ორივე თამაში მოიგო”, – წერს კონფერენციის ოფიციალური საიტი.

რაც შეეხება კონფერენციის კვირის საუკეთესო მოთამაშეს, ის დევიდ დიუკი (პროვიდენსი)
გახდა. კვირის ახალბედა დანტე ჰარისია (ჯორჯთაუნი).

BIG EAST Honor Roll-ის ხუთეული ასე გამოიყურება: კოლინ გილესპი (ვილანოვა), დენზელ მაჰოუნი (კრეიტონი), ჯამორკო პიკეტი (ჯორჯთაუნი), სანდრო მამუკელაშვილი (სეტონ ჰოლი), ზაკ ფრიმენტლი (ქსავიერი).


მკითხველის კომენტარები / 3 /
ნებისმიერი ქართველის წარმატება დიდად სასიხარულოა,ჩვენ პატარა ერი ვართ,მაგრამ ნიჭიერი,ცოტა ზარმაცი,ცოტა არხეინა,გასაბრაზებლად მიმნდობნი,ამ თაობამ უნდა იტვირთოს საქართველოს ხვალინდელი დღე და არა მარტო სპორტში,ეს თაობა ებრაელების იმ თაობას გავს ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ,რომ დაიბადნენ,ამათ დახმარება ჭირდებათ მხოლოდ იმაში,რომ ხელი არ შევუშალოთ საკუთარი ნიჭის გამოვლენაში.
sake
11:33 20-12-2020
0
წარმატებები სანდრო!! მიდი მიაწექი, ბევრი იშრომე, არასდროს არ დააგდო ტემპი და შედეგიც არ დააყოვნებს!!!
ბათუმი
15:22 15-12-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული