თორნიკე შენგელიასა და ცსკა-ს ვერ აჩერებენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის მე-16 ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ ლიონში 87:78 დაამარცხა "ვილერბანი".

შენგელიამ თამაში სასტარტოში დაიწყო და 29:23 წუთში 13 ქულა (7-დან 4 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი, 6-დან 2 საჯარიმო), 3 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 19 იყო.

შესანიშნავ ფორმაში მყოფმა თორნიკეს თანაგუნდელმა მაიკ ჯეიმსმა 31 ქულა ჩააგდო, ხოლო მატჩის MVP ცსკა-ს ცენტრი ნიკოლა მილუტინოვი გახდა - 17 ქულა, 14 მოხსნა და მარგი ქმედების 30-იანი კოეფიციენტი.

ცსკა-მ ზედიზედ მე-11 გამარჯვება იზეიმა, 13 მოგებით ლიდერია და 30
დეკემბერს სტუმრად "მილანოს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ცსკა მგონი ევროლიგის მოგებასაც აპირებს????
წარმატებები თორნიკეს!!!
სპორტ ფაზა
03:28 23-12-2020
12
დიდება რუსულ არმიას და შენგელიას. გაიხარეთ გრუზინებო
ვაი თქვენს პატრონს
09:18 23-12-2020
40

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული