შერმადინის 11 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება - წინ "რეალთან" მატჩია

AutoSharing Option
ლიგა ენდესას მე-16 ტურში გიორგი შერმადინის "ტენერიფემ" სტუმრად 90:64 დაამარცხა "ესტუდიანტესი".

შერმადინმა 22:20 წუთში 11 ქულა (9-დან 4 ორქულიანი, 3-დან 3 საჯარიმო), 6 მოხსნა და 3 პასი მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 17 იყო.

"ტენერიფემ" ტურნირზე მე-14 გამარჯვება მოიპოვა, ლიდერ "რეალს" დაეწია, მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლით ჩამორჩება (მადრიდულ გუნდს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული) და 2 იანვარს უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული