![](https://sportall.ge/pictures/image31/700b560a507273c231d45e2054a07c73.jpg)
ლიგა ენდესას მე-16 ტურში გიორგი შერმადინის "ტენერიფემ" სტუმრად 90:64 დაამარცხა "ესტუდიანტესი".
შერმადინმა 22:20 წუთში 11 ქულა (9-დან 4 ორქულიანი, 3-დან 3 საჯარიმო), 6 მოხსნა და 3 პასი მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 17 იყო.
"ტენერიფემ" ტურნირზე მე-14 გამარჯვება მოიპოვა, ლიდერ "რეალს" დაეწია, მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლით ჩამორჩება (მადრიდულ გუნდს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული) და 2 იანვარს უმასპინძლებს.