გამარჯვებაში ლომის წილი შერმადინმა დაიდო. მას არასრული 20 წუთი დასჭირდა საიმისოდ, რომ მატჩის საუკეთესო შედეგი დაეფიქსირებინა. 19:51 წუთში ქართველმა ცენტრმა 19 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. გიორგიმ 9-დან 8 ორქულიანი ჩააგდო და 3-დან 3 საჯარიმო გამოიყენა. ქართველი კალათბურთელი მატჩის MVP გახდა. გიორგის მარგი ქმედების კოეფიციენტი 26-ს გაუტოლდა. "ტენერიფელთაგან" ასევე გამოირჩნენ ბრუნო ფიტიპალდო, ფრან გუერა და ტაილერ კავანა, რომლებმაც 16-16 ქულა მიითვალეს. შერმადინის მომმარაგებელ მარსელინიო უერტასის ანგარიშზე 15 ქულა და 9 შედეგიანი გადაცემა დაგროვდა.
ამ გამარჯვებით შერმადინის გუნდმა ჯგუფიდან გასვლის, ანუ პლეი-ოფში თამაშის გარანტია მიიღო. ტენერიფელებს 4 მოგება და 1 მარცხი აქვთ და ჯგუფის ბოლო მატჩს 20 იანვარს, დანიაში, "ბაკენ ბიარსთან" ჩაატარებენ.
გათამაშების სისტემის თანახმად, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილე 32 გუნდიდან (8 ოთხგუნდიანი ჯგუფი) პლეი-ოფში 16 საუკეთესო გავა. შედგება 4 ოთხგუნდიანი ჯგუფი და თამაშები მიმოსვლით გაიმართება. თითო ჯგუფის საუკეთესო 2 გუნდი, ანუ ჯამში 8 გუნდი რვათა ფინალში გავა, რომელიც, წინა გათამაშების მსგავსად, ანტიკორონავირუსული რეგულაციების დაცვით, "ბაბლის" პრინციპით ერთ ქვეყანაში ჩატარდება.
GBF
შერმადინმა მრისხანე მეტოქეებს აჯობა და წლის საუკეთესო მოთამაშე გახდა