ევროლიგაში გამარჯვებათა 12-მატჩიანი სერია თორნიკე შენგელიას ცსკა-ს "ბასკონიამ" დაუსრულა - შეხვედრა ბასკურმა გუნდმა 95:93 მოიგო.
შენგელიამ 28:57 წუთში 13 ქულა (14-დან 5 ორქულიანი, 3-დან 0 სამქულიანი, 4-დან 3 საჯარიმო), 9 მოხსნა, 6 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 11 იყო.
ცსკა 14 მოგებით ლიდერია და 13 იანვარს "ჟალგირისს" უმასპინძლებს.
ან ეს მარტო ევროპაშია? ნბაში არ მახსოვს რო ყურადღებას აქცევდნენ, იქ პლიუს-მინუსია მნიშვნელოვანი