შენგელია "ალბასთან" საუკეთესო იყო - ჯეიმსს გუნდიდან მასთან ჩხუბის გამო აგდებენ? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის 22-ე ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ ბერლინში 71:68 დაამარცხა "ალბა".

გერმანულმა გუნდმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწია მასზე ობიექტურად უფრო ძლიერ მეტოქეს და გამარჯვებული მხოლოდ შეხვედრის დასასრულს გამოვლინდა. შენგელიამ გადამწყვეტი 4 ქულა და გამარჯვება მოუპოვა თავის გუნდს.

თორნიკემ 26:09 წუთში 20 ქულა (7-დან 5 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი, 6-დან 4 საჯარიმო), 1 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა, 2-ჯერ დაკარგა ბურთი, მისი სარგებლიანობის ინდექსი კი 21-ს გაუტოლდა და მატჩის MVP გახდა. მის შემდეგ ცსკა-ში ყველაზე შედეგიანი 13 ქულით დანიელ
ჰეკეტი იყო. ორმაგი დუბლი ნიკოლა მილუტინოვმა შეასრულა - 10 ქულა და 11 მოხსნა.

ცსკა-ს 16 მოგება აქვს, "ბარსელონასთან" ერთად ლიდერია და 29 იანვარს "ბაიერნს" უმასპინძლებს.

და კიდევ: "სპორტ-ექსპრესის" ცნობით, რამდენიმე დღის წინ ვარჯიშზე ცსკა-ს ამერიკელი ლეგიონერი მაიკ ჯეიმსი შენგელიას ეჩხუბა, რის გამოც ის გუნდის შემადგენლობიდან გამოიყვანეს და კონტრაქტის გაწყვეტას უპირებენ. თუმცა, თავად ჯეიმსი ამას უარყოფს და ამბობს, რომ ვინც ეს ინფორმაცია გაავრცელა, იდიოტია.

ცნობილმა კომენტატორმა ვლადიმირ გომელსკიმ განაცხადა, რომ ჯეიმსის გარეშე ცსკა უკეთ თამაშობს, რადგან მასთან ერთად გუნდი შეტევაში არასტაბილურია, დაცვაში კი მეტოქის ყველაზე სუსტ კალათბურთელს მეურვეობს.

ერთი რამ კი ფაქტია - ჯეიმსის არყოფნაში შენგელია გაცილებით უკეთ თამაშობს და გუნდსაც უფრო ლიდერობს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
შენგელია არის მებრძოლი და ცსკა-ს ნამდვილ ლიდერად ჩამოყალიბდა, ისევე როგორც ეს იყო ბასკონიაში და არის ეროვნულ ნაკრებში. ჯეიმსმა თუ ერთი ადგილის თამაში დაიწყო, თოკოსთან არ გაუვიდოდა. გუშინაც გერმანელთა მოთამაშემ არასპორტულად იმოქმედა და თოკო გაიწია. რუსეთში რომ თამაშობს, არაფერია - პირველ რიგში საქართველოს მატებს იმიჯს
გვიმრავლოს ასეთი სპორტსმენები და კაცები!
არჩი
10:22 28-01-2021
7
ცსკას ხელმძღვანელობა გიჟები კი არ იყვნენ ამდენი რომ გადაიხადეს თოკოს შეძენაში,ის დღეს ევროპის ტოპ-კალათბურთელია!
თოკომოტივი
10:44 28-01-2021
5

სიახლეები პოპულარული