შეგახსენებთ, რომ 20 საუკეთესო სეზონის დაწყების წინ დასახელდა. მოთამაშეები სპეციალისტებმა გამოარჩიეს და იმთავითვე ითქვა, რომ ეს სია ნელ-ნელა შემჭიდროვდებოდა და 9 აპრილს გამოვლინდებოდა პრიზის მფლობელი. დღეს 10 ფორვარდი აღნიშნულ სიას მოაკლდა, მეორე 10 კი კარლ მელოუნის პრიზის მოსაგებად ბრძოლას აგრძელებს. ესენი არიან: აამირ სმითი, მეტიუ ჰერტი, დრუ ტიმი, ტრეის ჯეკსონ-დევისი, ტრენდონ უოტფორდი, ტრე
მიტჩელი, ოსკარ და სილვა, გრეგ ბრაუნი, ჯერემია რობსონ-ირლი და სანდრო მამუკელაშვილი.
კარლ მელოუნის პრიზი 2015 წელს დაწესდა და მისი პირველი გამარჯვებული მონტრეზ ჰარელი (ლუისვილი) გახდა, რომელიც ამჟამად NBA-ს ჩემპიონ "ლეიკერსში" თამაშობს. შემდეგ პრიზის მფლობელები იყვნენ: 2016 – ჟორჟ ნიანგი (აიოვა), 2017 – ჯონათან მოტლი (ბეილორი), 2018 – დეანდრე აიტონი (არიზონა), 2019 – ზაიონ უილიამსონი (დიუკი), 2020 – ობი ტოპენი (დეიტონი).
მამუკელაშვილი ამ სეზონში "სეტონ ჰოლის" ნამდვილი ლიდერია. ის კონფერენციაში ერთადერთი მოთამაშეა, ვინც ტოპ-15-ში შედის, როგორც ქულებით (17.9 – მე-4 ადგილი), ასევე მოხსნებითა (6.9 – მე-8) და პასებით (3.3 – მე-13). კოლეჯთა ლიგის საუკეთესო 6 კონფერენციაში, ეგრეთ წოდებულ Power Six-ში, იმ 5 კალათბურთელს შორისა, რომელთაც სეზონში 30 და მეტი ქულა 2 ან მეტ თამაშში ჩააგდეს.
თებერვლის ბოლოს ამ ათი კანდიდატიდან ხუთი ფანების ხმების საფუძველზე გაიცხრილება, გამარჯვებული კი 9 აპრილს გამოცხადდება (აქ გადამწყვეტი კოლეჯთა ლიგის დიდების დარბაზის კომიტეტის გადაწყვეტილებაა). იმავე დღეს გამოცხადდება სეზონის სიმბოლურის დანარჩენი 4 წევრიც. 29 იანვრიდან ფანებს სასურველი კანდიდატისთვის ხმის მიცემა შეეძლებათ.
კარლ მელოუნი, “მეილმენი” NBA-ს ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მძიმე ფორვარდად მიიჩნევა. მან ასოციაციაში 18 სეზონი გაატარა და ორჯერ გახდა ყველაზე სასარგებლო მოთამაშე. 1984 წელს მან ლუიზიანის კოლეჯს NCAA-ს ტურნირი მოაგებინა.

GBF.GE