შენგელიას 19 ქულა და ცსკა-ს სენსაციური მარცხი პოლონეთში

AutoSharing Option
VTB-ლიგაზე თორნიკე შენგელიას ცსკა მოულოდნელად გასვლაზე 90:93 დამარცხდა "ზელენა გურასთან". არადა, დებიუტში მოსკოველები 15 ქულით დაწინაურდნენ. ეს ისტორიაში პოლონური გუნდის ცსკა-სთან პირველი გამარჯვებაა.

ცსკა-ს შემადგენლობაში მიკ ჯეიმსი დაბრუნდა, ნიკოლა მილუტინოვი კი ტრავმის გამო ამ სეზონში ვერ დაეხმარება თავის გუნდს.

მატჩის დასრულებამდე 8 წამით ადრე ანგარიში 90:90 იყო. ბურთს სტუმრები ფლობდნენ. დენიელ ჰეკეტს ბურთი კრის რიჩარდსმა მოჰპარა, სამქულიანი ჩააგდო და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

შენგელიამ 22:20 წუთში 19 ქულა (12-დან 7 ორქულიანი, 2-დან 0 სამქულიანი, 5-დან 5 საჯარიმო), 4 მოხსნა და 3
პასი მიითვალა, 3-ჯერ დაკარგა ბურთი, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 20-ს გაუტოლდა. თორნიკე თავის გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო.

26 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი მასპინძელთა გუნდის დანიელი ლეგიონერი გაბრიელ ლუნდბერგი გახლდათ, ხოლო რიჩარდსმა 25 ქულა ჩააგდო.

ცსკა-ს 13 ჩატარებული მატჩიდან 10 აქვს მოგებული, მეორე ადგილზეა და 7 თებერვალს "კალევს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მე მგონი შენგელიას უმზადებენ სკამზე დასმას და 1 წლიან კონტრაქტებზე მეტი არ გააფორმოს.
dsag
11:11 02-02-2021
6

სიახლეები პოპულარული