
ცსკა-ს მძიმე ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ ტრავმა მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას მოსკოვური კლუბი თავისი საიტით ავრცელებს:
თოკო შენგელია რამდენიმე მატჩს გამოტოვებს
"ჩვენი გუნდის თავდამსხმელმა თორნიკე შენგელიამ "ზელენა გურასთან" მატჩის მეოთხე მეოთხედში მუხლის ტრავმა მიიღო და გუნდთან ერთად ვალენსიაში გასვლით მატჩზე ვერ გაემგზავრა.
კალათბურთელმა გამოკვლევა GMS Clinic-ში გაიარა და ახლა კონსერვატული თერაპიის კურსს ბაზაზე გაივლის. მისი მწყობრში დაბრუნების დრო კორექტირებულ იქნება ტესტირების შედეგების მიხედვით".