რევაზ როგავას 7 სამქულიანი და მისი "ტარგუ ჯიუს" გასვლითი გამარჯვება ბუქარესტის "დინამოსთან"

AutoSharing Option
რევაზ როგავას დიდებული თამაში რუმინეთის ჩემპიონატში და მისი "ტარგუ ჯიუს" ბრწყინვალე გამარჯვება სტუმრად, ბუქარესტის "დინამოს" წინააღმდეგ. ქართველმა უკანახაზელმა 7 სამქულიანი ჩააგდო და ტარგუელებს 96:88 გაამარჯვებინა.

მატჩის ბედი ოვერტაიმში გაირკვა, სადაც ტარგუელები მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ. ოვერტაიმშიც და ძირითადი დროის ბოლო წუთებზეც ქართველმა ლეგიონერმა სამქულიანები ჩააგდო, რითაც თავისი გუნდის გამარჯვებაში დიდი წილი დაიდო.

როგავამ 5 ცდიდან ორქულიანი ვერ ჩააგდო, თუმცა პერიმეტრიდან ისროლა ჩინებულად და 12-დან 7 სამიანი მიითვალა. რეზომ 4 ცდიდან 3 საჯარიმოც მიითვალა და საბოლოოდ 24 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა. მთლიანობაში
მის ანგარიშზე 24 ქულა, 7 შედეგიანი გადაცემა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა დაგროვდა. როგავამ 4 ჯარიმა მიიღო და ბურთიც ამდენჯერვე დაკარგა.

3 მოგებითა და 10 წაგებით "ტარგუ ჯიუ" 14-გუნდიან რუმინეთის უმაღლეს ლიგაში მე-9 ადგილზეა. 

GBF

altმაკფადენი საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელია


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული