კორაჩის თასის 1/4 ფინალში ქართველი ახალწვეულის ბორაცი ბელგრადში" პარტიზანს" ებრძოლა და მხოლოდ 4 ქულის სხვაობით დამარცხდა – 72:76. "პარტიზანი" ნახევარფინალში გავიდა. დუდა სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა, მოედანზე მან 16:49 წუთი დაჰყო და გუნდს 4 ქულა, 1 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოუტანა.
აღსანიშნავია, რომ პლუს/მინუს კოეფიციენტი საუკეთესო სანაძეს ჰქონდა გუნდში (+6). სანაძემ ოთხივე ქულა საჯარიმოს
ხაზიდან ჩააგდო, აქედან ორი ბოლო წუთზე.
GBF.GE