ესპანეთის თასის 1/2 ფინალში გიორგი შერმადინის "ტენერიფე" "რეალთან" 79:85 დამარცხდა.
პირველი ტაიმი "ტენერიფემ" 6 ქულით მოიგო, მაგრამ მესამე და მეოთხე მეოთხედები "რეალმა" უკეთ ჩაატარა, გაიმარჯვა და ფინალში გავიდა.
შერმადინმა 12:46 წუთში 1 ქულა (1-დან 0 ორქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო) და 3 მოხსნა მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 0 იყო.
22 ქულით ყველაზე შედეგიანი გიორგის თანაგუნდელი მარსელინიო უერტასი გახლდათ, ხოლო მატჩის MVP "რეალის" ცენტრი ედი ტავარესი გახდა - 6 ქულა, 15 მოხსნა, 2 პასი
და მარგი ქმედების 24-იანი კოეფიციენტი.