შენგელია 8 ქულით დაბრუნდა - ცსკა-მ კინაღამ მოგებული წააგო

AutoSharing Option
ტრავმით გამოწვეული პაუზის შემდეგ ცსკა-ს ქართველი ლეგიონერი თორნიკე შენგელია ევროლიგაზე "ოლიმპიაკოსთან" უცნაურ გასვლით მატჩში დაბრუნდა.

მოსკოვური გუნდი 25 ქულით იგებდა, მაგრამ პირეოსელებმა მოახერხეს და მეოთხე მეოთხედში დაწინაურდნენ. ბოლოს ცსკა მაიკ ჯეიმსმა საჯარიმოებით წინ გაიყვანა. უკანასკნელ წამზე "ოლიმპიაკოსის" ლიდერმა გიორგიოს პრინტეზისმა მიზანს ვერ უწია და შეხვედრა 74:75 დასრულდა.

შენგელიამ 21:33 წუთში 8 ქულა (5-დან 2 ორქულიანი, 6-დან 4 საჯარიმო), 4 მოხსნა და 3 ჩაჭრა მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 7 იყო.

ცსკა-მ 25 მატჩიდან 17 მოიგო, მეორე ადგილზეა და 2
მარტს თელ-ავივში "მაკაბის" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
შემდეგი ტრავმაც ნაკრების თამაშს ხომ არ დაემთხვევა?
ILIA
03:16 26-02-2021
11
ტრავმა მოიშუშე ჯიგარ?
maxa.
10:01 26-02-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული