ქართველი ცენტრი 11:23 წუთი ათამაშეს და მან 5 ქულა დააგროვა. ბითაძემ ოთხიდან ორი 2-ქულიანი და ერთიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი კი ორჯერ ისროლა და ორჯერვე არაზუსტად. ბითაძეს 2 მოხსნა (1 შეტევაში, 1 დაცვაში) და 1 დაფარებაც ჰქონდა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.
პირველ ტაიმში ინდიანა უკეთეს შთაბეჭდილებას ტოვებდა, თუმცა ტაიმის მიწურულს ნიქსმა 17:3 გაქცევა მოახერხა და მატჩის პირველი ნახევარი
17 მოგებითა და 17 ფრით ნიუ იორკ ნიქსი დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა, ინდიანას კი 15 გამარჯვება და 17 მარცხი აქვს (მე-8 ადგილი). გოგა ბითაძის გუნდს ახლა ზედიზედ სამი თამაში აქვს წაგებული, მომდევნო მატჩს კი აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერ ფილადელფიასთან 2 მარტს გამართავს.
GBF.GE