ევროლიგის 27-ე ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ თელ-ავივში ადგილობრივ "მაკაბის" 84:80 სძლია.
ისევე, როგორც გასულ მატჩში "ოლიმპიაკოსთან", შენგელიამ კვლავ 8 ქულა ჩააგდო, მისმა გუნდმა კი ისევ მეოთხე მეოთხედში გაირთულა სიტუაცია.
ცსკა მესამე პერიოდის შემდეგ 16 ქულით იყო წინ. მასპინძლებმა სხვაობის შემცირება მოახერხეს, თუმცა საბოლოოდ მაინც დამარცხდნენ.
შენგელიამ 21:08 წუთში 8 ქულა (5-დან 2 ორქულიანი, 2-დან 0 სამქულიანი, 6-დან 4 საჯარიმო), 2 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 9 იყო.
ცსკა-მ 26 ჩატარებული მატჩიდან 18 მოიგო, მეორე
ადგილზეა და 4 მარტს გასვლაზე "ანადოლუ ეფესს" დაუპირისპირდება.