ცნობილია, რომ მამუკელაშვილი ამ სეზონის ბოლოს დრაფტზე დადგება, რაც ნიშნავს, რომ ის "სეტონ ჰოლს" დაემშვიდობება. შესაბამისად, მას "მეკობრეების" არენაზე თამაში აღარ მოუწევს. Big East-ის კონფერენციის პლეი-ოფი ნიუ-იორკში, "მედისონ სკვერ გარდენში" გაიმართება.
სეტონჰოლელებმა Big East-ის კონფერენციის დებიუტანტი "კონექტიკუტი" მიიღეს და 58:69 დამარცხდნენ. მამუკელაშვილი მოედანზე მყოფთაგან საუკეთესო იყო. ქართველმა ფორვარდმა 37 წუთში 20 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. სანდრომ ბურთი ორჯერ დაკარგა და 3-ჯერ დაჯარიმდა. მან 12-დან 4 ორქულიანი, 8-დან 3 სამიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.
10 მოგებითა და 8 მარცხით "სეტონ ჰოლი" კონფერენციაში მე-4 ადგილზეა. სანდროს გუნდს გაუჭირდება NCAA-ს ჩემპიონატში ("მარტის სიგიჟე") მოხვედრა, თუმცა Big East-ის ჩემპიონატში გამარჯვებისთვის იბრძოლებს. შემდეგ მატჩს "სეტონ ჰოლი" სტუმრად "სენტ ჯონსთან", 7 მარტს გამართავს.
GBF
ავტორო რომ წერ მოედანზე მყოფთაგან საუკეთესო იყოვო 31 ქულა გააფუჭა და 11 ქულით წააგეს. მე არ ვთვლი ასეთ თამაშს საუკეთესოდ. დაწერეთ რა რაც იყო - ყველაზე მეტი ქულა მოიპოვა. ეს არ ნიშნავს საუკეთესოობას.
სროლაზე იმუშავე სანდრო!!