მამუკელაშვილი კარლ მელოუნის პრიზის მოგების 5 ფინალისტს შორის დაასახელეს

AutoSharing Option
სანდრო მამუკელაშვილი წარმატებით მიიწევს ამერიკის სტუდენტური ლიგის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოსკენ. KARL MALONE AWARD-ი კოლეჯთა ლიგის საუკეთესო მძიმე ფორვარდს გადაეცემა. ყველამ იცით, ვინაა მეტსახელ “ფოსტალიონის” მქონე ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი კარლ მელოუნი, რომლის სახელობის პრიზიც NCAA-შია დაწესებული და მიმდინარე სეზონში მისი მოგების 5 ფინალისტის ვინაობა დღეს გაცხადდა.

მამუკელაშვილი თავდაპირველად 10-ეულში მოხვდა, რომელთაგან 5 კანდიდატი ფანებმა შეარჩიეს. გამარჯვებულს, სავარაუდოდ, 9 აპრილს კოლეჯთა ლიგის დიდების დარბაზის კომიტეტი დაასახელებს, თუმცა ფანების ხმებიც იქნება გათვალისწინებული. ხუთივე პოზიციაზე კოლეჯთა ლიგის საუკეთესო მოთამაშეს ESPN-ის პირდაპირ
ეთერში დაასახელებენ.

ხუთეულში, სანდროს გარდა, გავიდნენ: დრიუ ტიმი (გონზაგა), ტრეის ჯეკსონ-დევისი (ინდიანა), ჯასტინ ჩემპეინი (პიტსბურგი) და ჯერემაია რობინსონ-ერლი (ვილანოვა). "სეტონ ჰოლის" ისტორიაში ეს მხოლოდ მე-4 შემთხვევაა, როცა რომელიმე კალათბურთელი სეზონის საუკეთესო ხუთეულის ფინალისტ კანდიდატად დაასახელეს: ანხელ დელგადო, რომელიც ახლა ესპანურ "ესტუდიანტესში" თამაშობს, ორჯერ იყო ქარიმ-აბდულ ჯაბარის პრიზის ფინალისტი, 2018-ში კი NCAA-ს საუკეთესო ცენტრიც გახდა. 2020 წელს მაილს პაუელი, რომელიც "ნიუ იორკ ნიკსს" ეკუთვნის და G ლიგაში თამაშობს, ჯერი ვესტის პრიზის ფინალისტად დაასახელეს და მან მოიგო კიდეც კოლეჯთა ლიგის საუკეთესო მსროლელის პრიზი. სანდროს აქვს კარგი შანსი, გახდეს "სეტონ ჰოლის" მე-3 კალათბურთელი, ვინც ასეთ პრესტიჟულ ჯილდოს მოიპოვებს.

შეგახსენებთ, რომ სანდრო მამუკელაშვილი NCAA-ს მთავარი ინდივიდუალური პრიზის, ნეისმიტის ტროფეის მოპოვების კანდიდატიცაა. ის აგრეთვე ჰაგერტის პრიზის მოპოვების მთავარი ფავორიტია, რომელიც “დიდი აღმოსავლეთის” კონფერენციის საუკეთესო მოთამაშეს გადაეცემა. ბოლო ორი წელი ეს პრიზი ყოფილი სეტონჰოლელი მაილს პაუელის საკუთრება იყო.

კარლ მელოუნის პრიზი პირველად 2015 წელს დაწესდა და მისი პირველი გამარჯვებული მონტრეზ ჰარელი (ლუისვილი) გახდა, რომელიც ამჟამად NBA-ს ჩემპიონ "ლეიკერსში" თამაშობს. შემდეგ პრიზის მფლობელები იყვნენ: 2016 – ჟორჟ ნიანგი (აიოვა), 2017 – ჯონათან მოტლი (ბეილორი), 2018 – დეანდრე აიტონი (არიზონა), 2019 – ზაიონ უილიამსონი (დიუკი), 2020 – ობი ტოპენი (დეიტონი).

კარლ მელოუნი, “მეილმენი”, NBA-ს ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მძიმე ფორვარდად მიიჩნევა. მან ასოციაციაში 18 სეზონი გაატარა და ორჯერ გახდა ყველაზე სასარგებლო მოთამაშე. 1984 წელს მან ლუიზიანის კოლეჯს NCAA-ს ტურნირი მოაგებინა.

სანდრო მამუკელაშვილი 2020/21 წლების სეზონში საშუალოდ 17.8 ქულას, 7.1 მოხსნასა და 3.1 პასს აკეთებს. Big East-ის კონფერენციის მოთამაშეთა რეიტინგში სანდრო პირველ ადგილზეა 81.32 ქულით.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 3 /
რეალურად არც ეს და არც ბითაძე არაა NBA-ს დონე, ევროპაში შეიძლება ივარგონ.
19
გაგიმარჯოს! ასე გააგრძელე და გაგვახარე. ძალიან გგულშემატკივრობთ.
emigranti
03:17 26-02-2021
0

სიახლეები პოპულარული