მამუკელაშვილი Big East-ის კონფერენციის წლის საუკეთესო მოთამაშეა!

AutoSharing Option
სანდრო მამუკელაშვილი ამერიკის სტუდენტური ლიგის ერთ-ერთი წამყვანი კონფერენციის – Big East-ის წლის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ეს არის უდიდესი აღიარება 21 წლის ქართველი კალათბურთელისა, რომელიც წლეულს ამერიკის საუნივერსიტეტო ლიგაში ასპარეზობას ასრულებს და ბედს ნბა-ს დრაფტზე ცდის, სადაც მას რომელიმე პროფესიული კლუბი უთუოდ აიყვანს.

მამუკელაშვილი Big East-ის კონფერენციაში იმ ორ კალათბურთელს შორისაა, რომლებიც ქულებში, მოხსნებსა და პასებში საუკეთესოთა შორის იმყოფებიან. ის მეორეა ქულებში (17.8), მე-6 მოხსნებში (7.3) და მე-13 ასისტებში (3.1).

სანდრომ 20 ან მეტი ქულის ჩაგდება 12 მატჩში მოახერხა, 2-ჯერ კი
30 ქულასაც უწია. ეს უკანასკნელი მაჩვენებელი გამორჩეულია, რადგანაც "სეტონ ჰოლის" მძიმე ფორვარდთაგან იდენტური რამ მხოლოდ ლიეტუველ არტურას კარნიშოვასს მოეხერხებინა უკვე შორეულ 1993-94 წლების სეზონში.

აღსანიშნავია, რომ ეს პრიზი წინა წელსაც „სეტონ ჰოლის“ კალათბურთელს, მაილს პაუელს ერგო.

მამუკელაშვილი კარლ მელოუნის სახელობის პრიზისთვისაც იბრძვის, რომელიც ამერიკის სტუდენტური ლიგის საუკეთესო თავდამსხმელს (მძიმე ფორვარდი) გადაეცემა. სანდრო ამ ნომინაციაში ხუთ საუკეთესო მოთამაშეს შორის მოხვდა და ფინალში გავიდა. გამარჯვებული კი 9 აპრილს გამოვლინდება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 5 /
გაიხარე სანდრო, როგორც ჩვენ გვახარებ ამ წარმატებებით.
მალე ნბა-ში დებიუტიც მოგველოცოს
giabar
22:58 10-03-2021
0
საქართველოს ისეთი სანაკრებო შემადგენლობა უგროვდება ალბათ რაღაც განსაკუთრებულისთვის უნდა ვიბრძლოთ ევროპაზე, იმასაც თუ გავითვალისწინებთ რომ ჯგუფურ ეტაპს სახლში ვთამაშობთ!!! წარმატებები!!!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული