ევროლიგის 28-ე ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა მოსკოვში 76:84 დამარცხდა "მილანოსთან".
შენგელიამ ცსკა-ში უდავოდ საუკეთესო მატჩი ჩაატარა და მოედანზე ორივე გუნდიდან გამორჩეული გახლდათ: 33:55 წუთში 20 ქულა (6-დან 5 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 10 მოხსნა, 2 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა, ხოლო მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი ყველაზე მაღალი იყო - 33.
ცსკა 18 მოგებით მესამე ადგილზეა და 18 მარტს მადრიდში "რეალს" დაუპირისპირდება.