შენგელიას 4 ქულა და ცსკა-ს იოლი გამარჯვება

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას ცსკა-მ VTB-ლიგას უმასპინძლა და საკმაოდ იოლი გამარჯვება მიითვალა – 92:73. საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა, თამაშის მიმდინარეობიდან გამომდინარე, დიდი დრო არ მისცემია და ძალიან აქტიურიც არ ყოფილა. თორნიკემ მოედანზე 14:56 წუთი გაატარა და 4 ქულა, 1 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 5-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი და 2 საჯარიმო ააცილა, 2-ჯერ დაუფარეს, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.

ცსკა-ს რიგებში საუკეთესო გერმანელი ლეგიონერი იოჰანეს ვოიგტმანი იყო, რომელმაც 22 ქულა
მიითვალა, მაიკ ჯეიმსმა და დანიელ ჰეკეტმა კი 13-13 ქულა ჩააგდეს. ალექსეი შვედის არყოფნაში, "ხიმხკის" მხრიდან ჯორდან მიკიმ გაილაღა – 20 ქულა, 8 მოხსნა.

შენგელიას გუნდმა VTB-ლიგაში 13 მოგება და 5 მარცხი მოაგროვა და სანკტ-პეტერბურგის "ზენიტისა" და ყაზანის "უნიკსის" შემდეგ მე-3 ადგილზე რჩება. ცსკა აღნიშნულ ტურნირზე მომდევნო მატჩს 22 მარტს ესტონეთში, ტალინის "კალევთან" ჩაატარებს, მანამდე კი, 18 მარტს, ევროლიგის ეგიდით, მადრიდში "რეალთან" შეხვედრა ელის.



მკითხველის კომენტარები / 1 /
შენგელიას 4 ქულა!!!
დათო
20:51 16-03-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული