შენგელიას 14 ქულა "რეალთან" - ცსკა-მ მადრიდში იმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის 30-ე ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ მადრიდში 96:89 დაამარცხა "რეალი".

მოსკოვურმა გუნდმა მატჩი კარგად დაიწყო, მესამე მეოთხედის დასაწყისში შენგელიას ჩაგდებული მეოთხე სამქულიანით 63:43 დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ ქართველმა კალათბურთელმა მეხუთე პერსონალური მიიღო, პარკეტის ნაადრევად დატოვება მოუწია და მასპინძლებმა ანგარიში შეამცირეს. თუმცა საბოლოოდ ცსკა-მ გაიმარჯვა.

შენგელიამ თამაში სასტარტოდან დაიწყო, 17:32 წუთში 14 ქულა (2-დან 1 ორქულიანი, 7-დან 4 სამქულიანი), 1 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 7 გახლდათ.

ცსკა-მ 29 ჩატარებული მატჩიდან 19 მოიგო, მე-4 ადგილზეა და
25 მარტს "ცრვენა ზვეზდას" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
წინ თოკო! აქ ჩამოსვლამდე მხეცურ ფორმაში უნდა ჩადგე!
გილოცავთ კაპიტანო!!!!
09:22 19-03-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული