"დროა გოგამ მოედანზე გაცილებით დიდი დრო გაატაროს..." - გოგას კარგ თამაშს უცხოური მედია გამოეხმაურა

AutoSharing Option
"ინდიანა პეისერსის" სათადარიგო მოთამაშეებს ღირებულის შექმნა ნამდვილად შეუძლიათ, რასაც ამ სეზონში ნათლად ვხედავთ. ზოგიერთი ვეტერანი კარიერის ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს, მაგალითად ტიჯეი მაკონელი გუნდს დაცვაში სასწაულად ეხმარება, ასევე მისი შედეგიანი გადაცემით კლუბი დიდ სარგებელს ნახულობს, დაგ მაკდერმოტი, რომელიც ხშირად თამაშს 20 ან მეტი ქულით ასრულებს, რაც "პეისერსის" სათადარიგო მოთამაშეების კარგ სათამაშო მდგომარეობაზე მეტყველებს.
ზოგადად შეიძლება ითვას, რომ "ინდიანას" წინასწარ დაგეგმილი სეზონი ტრავმებმა ძალიან შეცვალა. მაგალითად, მაკდერმოტი ძირითად ხუთეულში თამაშისას გუნდის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა გახლდათ. ჯასტინ ჰოლიდეი სათადარიგო სკამიდან შესანიშნავად ასპარეზობდა,
ისროდა სამ ქულიანებს და აგროვებდა სტაბილურად ბევრ ქულას.

ამას ემატება ტიჯეი უარენის ტრავმიდან დაბრუნება, რომელიც გასული სეზონის ბოლოს გუნდის მთავარი შემტევი გახლდათ. როდესაც ტიჯეი დაბრუნდება ამ შემთხვევაში მაკკონელსა და დაგს სათამაშო დრო და მნიშვნელობა შეუმცრირდებათ.
რაც შეეხება გოგა ბითაძეს, ის მასზე მიცემულ ლიმიტირებულ დროს შესანიშნავად იყენებს, თუმცა სიმართლე უნდა ითქვას, ეს დრო ძალიან ცოტაა. რამდენიმე დღის წინ გოგამ ნიკოლა იოკიჩის წინააღმდეგ 3 დაფარება, 2 ჩაჭრა და ამდენივე მოხსნა მიითვალა და წარმოიდგინეთ მოედანზე მხოლოდ და მხოლოდ 9 წუთი დაჰყო.
დროა გოგამ მოედანზე გაცილებით დიდი დრო გაატაროს და გახდეს გუნდის როტაციის წევრი, რადგან საბონისი და ტერნერი ყველა თამაშში მოედანზე 30 და მეტ წუთს ვერ გაატარებენ. მათ თამაშის მიმდინარეობისას დასვენება სჭირდებათ, ამ ახალგაზრდა ბიჭმა კი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში თამაში კარგად ისწავლა და ბევრი რამ დახვეწა.
ერთი რაღაც ნათელია, "პეისერსს" სჭირდება ის, ვინც მეორე ხუთეულს ულიდერებს, ვინ იქნება ეს? ედმუნდ სამნერი თუ ტიჯეი მაკკონელი თავიანთი გამოულევი ენერგიით? აარონ ჰოლიდეი კარგი სასროლი სელექციით? დაგ მაკდერმოტი სამქულიანებით? ბითაძე კარგი დაცვით? არჩევანი მათზეა, მაგრამ ფაქტი ერთია, მეორე ხუთეულის როტაციაში კარგად გამოყენება "ინდიანას" ბევრად კონკურენტუნარიანს გახდის.
მომზადებულია 8points9seconds-ის მიხედვით

altგოგა დიდი დროით დაბრუნდა, ქართველის მორიგი კარგი თამაში დაცვაში [VIDEO]

altკვლავ მცირედი დროით, თუმცა აგრესიულად... გოგა და "ინდიანა" "ბრუკლინთან" დამარცხდნენ [VIDEO]

altბითაძემ დაცვაში თავი შესანიშნავად გამოიჩინა! მისი გუნდი დამარცხდა [VIDEO]




მკითხველის კომენტარები / 4 /
კარგად როგორ ითამაშა 17 უთში ცოტა ქულაა. დროა გუნდი გამოიცვალოს სადაც პასს მიცემენ.
dsag
19:11 20-03-2021
2
რატომ ცდება ნბა-ში დროა ევროპაში დაბრუნდეს.
ამაშია საქმე
18:14 20-03-2021
18

სიახლეები პოპულარული