შერმადინის შესანიშნავი მატჩი და მორიგი MVP-ის ტიტული [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი შერმადინის კიდევ ერთი შედეგიანი მატჩი, რითაც ის კიდევ უფრო მიუახლოვდა თვის მორიგ MVP-ის ტიტულს. თავის მხრივ, თვის მოთამაშის პრიზები პირდაპირ კავშირშია და განსაზღვრავს სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებას. შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში თავის გუნდ "ლენოვო ტენერიფეს" "ვალენსია" 90:86 დაამარცხებინა. ის ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო და მატჩის MVP-იც დამსახურებულად გახდა.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და 24:10 წუთში 21 ქულა, 7 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. საქართველოს ნაკრების ცენტრმა 10-დან 7 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი
ერთხელ დაკარგა, არ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 6-ჯერ დაირღვა. შედეგად, გიორგის სარგებლიანობის კოეფიციენტი 32-ს გაუტოლდა და ცხადია, ის მატჩის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა.

"ლენოვო ტენერიფეს" 20 მოგება და 5 მარცხი მოუგროვდა და ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მხოლოდ მადრიდის "რეალსა" და "ბარსელონას" ჩამორჩება. შემდეგ ტურში ტენერიფელები სტუმრად, 3 აპრილს, "ბეტისს" შეხვდებიან.

აღსანიშნავია, რომ შერმადინი მიმდინარე სეზონში ორჯერ გახდა თვის – ოქტომბრისა და იანვრის MVP და ეს შედეგი მარტშიც თუ გაიმეორა, მთლიანად სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებაში მას წინ, ფაქტობრივად, ვეღარავინ დაუდგება.


მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ გიორგი! კომენტატორი შერმინატორს უწოდებს:)
emigranti
01:54 30-03-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული