ბითაძის შედეგიანი თამაში “იუტას” ძლევისთვის საკმარისი არ გამოდგა[VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
NBA-ს მორიგ ტურში გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსი" გასვლაზე  რეგულარული სეზონის ლიდერ "იუტა ჯაზთან" 111:119 დამარცხდა.

ბითაძე კარგად გაისარჯა: 12:25 წუთში 13 ქულა (2-დან 1 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო), 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა, 2-ჯერ დაკარგა ბურთი და 3 პერსონალური მიიღო.

"პეისერსში" 22 ქულით, 15 მოხსნითა, 7 პასით და 36-იანი კოეფიციენტით საუკეთესო ლიეტუველი დომანტას საბონისი იყო. "იუტას" ფრანგი ცენტრის, რუდი გობერის ანგარიშზე 13 ქულა და 23 მოხსნაა (!).

"ინდიანამ" აღმოსავლეთ კონფერენციაში ჩატარებული 55 მატჩიდან 26 მოიგო,
მეცხრე ადგილზეა და 18 აპრილს გასვლაზე "ატლანტა ჰოუკსს" დაუპირისპირდება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
12 წუთში მეტი რაუნდა გააკეთო კალათბურთელმა დრო რომ მოუმატონ?გოგა ცემს პასუხს კრიტიკოსებს ვინც იძახდა ევროპაში უნდა დარჩენილიყოოვო.
Mosexoneli
09:00 17-04-2021
1
იუტამ იცოდა,რომ გოგას,სამქულიანების დაბალი პროცენტი აქვს,ამიტომ სამქულიანების სროლის საშუალებას აძლევდა.გოგამაც მშვენივრად გამოიყენა,შანსი.იქნებ შეძლოს და ძველი თავდაჯერებაც დაიბრუნოს.
სოსო
10:52 17-04-2021
0

სიახლეები პოპულარული