NBA-ს მორიგ ტურში გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსი" გასვლაზე რეგულარული სეზონის ლიდერ "იუტა ჯაზთან" 111:119 დამარცხდა.
ბითაძე კარგად გაისარჯა: 12:25 წუთში 13 ქულა (2-დან 1 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო), 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა, 2-ჯერ დაკარგა ბურთი და 3 პერსონალური მიიღო.
"პეისერსში" 22 ქულით, 15 მოხსნითა, 7 პასით და 36-იანი კოეფიციენტით საუკეთესო ლიეტუველი დომანტას საბონისი იყო. "იუტას" ფრანგი ცენტრის, რუდი გობერის ანგარიშზე 13 ქულა და 23 მოხსნაა (!).
"ინდიანამ" აღმოსავლეთ კონფერენციაში ჩატარებული 55 მატჩიდან 26 მოიგო, მეცხრე ადგილზეა და 18 აპრილს გასვლაზე "ატლანტა ჰოუკსს" დაუპირისპირდება.