შენგელიას 6 ქულა და ცსკა-ს ოთხთა ფინალის საგზური

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას ცსკა-მ ევროლიგის მესამე მეოთხედფინალურ მატჩშიც სძლია "ფენერბახჩეს" (85:68) და ნახევარფინალში გავიდა.

"ფენერს" ტრავმამორჩენილი ცენტრის, იან ვესელის დაბრუნებამაც ვერ უშველა - სტამბოლში ჩატარებულ შეხვედრაში გადამწყვეტი მესამე მეოთხედი გამოდგა, რომელიც მოსკოვურმა გუნდმა 27:11 მოიგო და საბოლოო გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებია.

შენგელიამ 18:51 წუთში 6 ქულა (4-დან 1 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 4 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, 3-ჯერ დაკარგა ბურთი, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 1-ს გაუტოლდა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე 34 ქულითა და სარგებლიანობის 38-იანი
კოეფიციენტით თორნიკეს თანაგუნდელი უილ კლაიბერნი იყო.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ვუყურე თამაშს და ასეთი უტვინო და უკლასო არაფერი მინახავს
ვაი!
00:12 29-04-2021
7

სიახლეები პოპულარული