შერმადინის 19 ქულა და "ტენერიფეს" მოულოდნელი მარცხი

AutoSharing Option
ნიჟნი-ნოვგოროდში, ჩემპიონთა ლიგის რვათა ფინალის პირველივე მატჩში, გიორგი შერმადინის "ტენერიფე" მოულოდნელად "სტრასბურთან" 86:88 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

"ტენერიფემ" პირველი ტაიმი 10 ქულით მოიგო, მაგრამ მესამე მეოთხედი ცუდად ჩაატარა და საბოლოოდ ოვერტაიმში დამარცხდა.

შერმადინმა თამაში სასტარტოდან დაიწყო, 35:15 წუთში 19 ქულა (6-დან 4 ორქულიანი და 12-დან 11 საჯარიმო), 5 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 26-ს გაუტოლდა და ეს ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული