11:47 12-05-2021
გოგას ნაკლები შედეგიანობა, უკეთესი დაცვა და მნიშვნელოვანი გამარჯვება [VIDEO]
AutoSharing Option
"ინდიანას" შემადგენლობაში გოგა ბითაძემ მოედანზე 17:30 წუთი დაჰყო, რა დროშიც 4 ქულა, 2 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება დააგროვა.
საუკეთესო დომანტას საბონისი გახლდათ, რომელმაც 16 ქულა, 13 მოხსნა და 15 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
რაც შეეხება "ფილადელფიას", შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა ტობიას ჰარისმა, რომელმაც თავი 27 ქულით, 5 მოხსნითა და 3 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
ამრიგად, "პეისერსი" 33 გამარჯვებითა და 36 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილს იკავებს. "ფილადელფია" 47 მოგებითა და 22 წაგებით იმავე აღმოსავლეთში 1-ელ ადგილზეა.
"ინდიანა" მომდევნო შეხვედრას 14 მაისს, "მილუოკი ბაქსის" წინააღმდეგ გამართავს. "ფილა" ამავე რიცხვში "მაიამი ჰიტს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული