შენგელიას 9 ქულა და ცსკა ფინალთან ახლოსაა

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას ცსკა-მ ერთიანი VTB ლიგის ნახევარფინალური სერიის მესამე მატჩში მოსკოვში "ზენიტი" 96:82 დაამარცხა.

სტუმრებმა მასპინძლებს სამი მეოთხედის განმავლობაში არაფერი დაუთმეს, მაგრამ ბოლო პერიოდში დედაქალაქელებმა დაჯაბნეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

შენგელიამ თამაში ტრადიციულად სასტარტო ხუთეულიდან დაიწყო და 24:14 წუთში 9 ქულა (9-დან 4 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა, ერთხელ დაკარგა ბურთი, 3 პერსონალური მიიღო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 9-ს გაუტოლდა.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე 24 ქულით თორნიკეს ამერიკელი თანაგუნდელი უილ კლაიბერნი იყო.

ცსკა
სერიაში 2:1 დაწინაურდა, ამ გუნდების შემდეგი მატჩი 24 მაისს მოსკოვში გაიმართება და მოგების შემთხვევაში, ცსკა ფინალში გავა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდი თორნიკე მიაწექი! დაადუმე აქაური ყველაფრის მცოდნე, პროფესორა "ურა პატრიოტები" რომლებიც სამში არ არიან, რას ბოდილობენ შენთან მიმართებაში.
გია
15:38 23-05-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული