მატჩი მართლაც დაძაბული გამოდგა, გამარჯვებულის გამოსავლენად ორი ოვერტაიმი გახდა საჭირო და მასპინძლებმა სერიაში ანგარიში გაათანაბრეს - 1:1.
თორნიკემ 44:48 წუთში 27 ქულა (8-დან 4 ორქულიანი, 5-დან 4 სამქულიანი, 8-დან 7 საჯარიმო), 6 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება მიითვალა, 3 პერსონალური მიიღო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 33-ს გაუტოლდა და ეს ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
აღსანიშნავია, რომ შენგელიამ სირენამდე 3 წამით ადრე სამქულიანი ჩააგდო და მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანა.
შენგელიაზე მეტი, 28 ქულა მხოლოდ მისმა თანაგუნდელმა უილ კლაიბერნმა ჩააგდო.
პეტერბურგელთა რიგებში 27 ქულით ყველაზე შედეგიანი კევინ პანგოსი იყო.
სერია სამ მოგებამდეა, ამ გუნდების შემდეგი მატჩი კი 22 მაისს მოსკოვში გაიმართება.