დრამა კელნში - შენგელიას ცსკა-მ 20 ქულა ამოქაჩა და მაინც დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კელნში ჩატარებულ ევროლიგის ოთხთა ფინალის ნახევარფინალში თორნიკე შენგელიას ცსკა "ანადოლუ ეფესთან" 86:89 დამარცხდა.

სტამბოლური გუნდი აშკარა ფავორიტად მიიჩნეოდა, ამ მატჩში დომინირებდა, მესამე მეოთხედში 21 ქულით დაწინაურდა (64:43), არმიელებმა ამის შემდეგ გაიბრძოლეს, ანგარიშში სხვაობა 1 ქულამდე შეამცირეს (86:87), მაგრამ საბოლოოდ მარცხი განიცადეს.

როგორც ჩანს, ტყუილად როდი დაიკვეხნა "ანადოლუს" მწვრთნელმა ერგინ ატამანმა, რომ საუკეთესო გუნდი ჰყავთ და ტურნირი აუცილებლად უნდა მოიგონ. ფინალში "ანადოლუ" "ბარსელონასა" და "მილანოს" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

შენგელიამ 24:02 წუთში 10 ქულა (8-დან 4 ორქულიანი, 2-დან 0 სამქულიანი, 4-დან 2 საჯარიმო),
7 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა, ორჯერ დაკარგა ბურთი, 4 პერსონალური მიიღო, მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 9 შეადგინა.

26 ქულითა და სარგებლიანობის 34-იანი კოეფიციენტით პარკეტზე საუკეთესო თორნიკეს თანაგუნდელი უილ კლაიბერნი იყო. დენიელ ჰეკეტი ცსკ-ს 17 ქულით შეეწია, ხოლო გაბრიელ ლუნდბერგი 15-ით.

"ანადოლუ ეფესში" 25 ქულით საუკეთესო ვასილიე მიციჩი გახლდათ, რომელმაც 5 ფოლი მიიღო და დროზე ადრე დატოვა მოედანი.

ცსკა კვირას მესამე ადგილისთვის იბრძოლებს, ივნისში კი VTB ლიგის ფინალში "უნიკსს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 16 /
საუკეთესო ქართველი კალათბურთელი შერმადინია
*გიორგი
12:43 30-05-2021
0
თქვენ ისე გაგიხარდათ თურქების მოგება,ალბათ ომშიც თურქების მხარეს იქნებით
გრიგოლი1408
16:49 29-05-2021
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული