შენგელიას გაბრწყინება "მილანოს" დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თორნიკე შენგელიას ცსკა ევროლიგის ოთხთა ფინალში მესამე ადგილისთვის მატჩში "მილანოსთან" 73:83 დამარცხდა.

შენგელიამ თამაში ტრადიციულად სასტარტოში დაიწყო, ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა და პარკეტზე ორივე გუნდიდან საუკეთესო იყო: 28:07 წუთში 18 ქულა (11-დან 6 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი, 3-დან 3 საჯარიმო), 9 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა, ორჯერ დაკარგა ბურთი, 2 პერსონალური მიიღო, მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა კი 26 შეადგინა.

თორნიკეს შემდეგ მის გუნდში ყველაზე შედეგიანი 13 ქულით გაბრიელ ლუნდბერგი იყო, ხოლო "მილანოში" ყველაზე მეტი - 14-14 ქულა ვლადიმირ მიცოვმა
და სერხიო როდრიგესმა ჩააგდეს.

ევროლიგაზე ცსკა-ს წარუმატებლობა დიდწილად ნიკოლა მილუტინოვის ტრავმამ და მაიკ ჯეიმსის გუნდიდან წასვლამ განაპირობა. ცნობილი ჟურნალისტი ვლადიმირ გომელსკი თვლის, რომ ნახევარფინალში "ანადოლუ ეფესის" უკანა ხაზში უპირატესობა ძალიან თვალშისაცემი იყო და შენგელიამ, კურბანოვმა და ანტონოვმა საკუთარი თავი ვერ იპოვეს.

ცსკა ივნისში VTB ლიგის ფინალში "უნიკსს" შეხვდება.

ევროლიგის ფინალში ერთმანეთს "ბარსელონა" და "ანადოლუ ეფესი" დაუპირისპირდებიან.

მკითხველის კომენტარები / 6 /
უღირდა ამად გულშემატკივრების და ხალხის გაღიზიანება?!
გულშემატკივარი
00:28 31-05-2021
7
ძმა ხარ თოკო ძალიან ძლიერი ხარ
sellforRICHS
22:51 30-05-2021
8

სიახლეები პოპულარული